Accessibility links

logo-print

პეტერ სემნები არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა


სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა პეტერ სემნებიმ დღეს იმედი გამოთქვა, რომ საპროტესტო აქცია მშვიდობიანად და კონსტიტუციის ფარგლებში გაგრძელდება. ამასთან, სემნების განცხადებით, კარგი იქნება, თუ მიტინგს დიალოგის რეჟიმი შეცვლის. არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის მიერ შექმნილი საზოგადოებრივი დამცველის ოფისში პეტერ სემნების გააცნეს ის დარღვევები, რომელიც საპროტესტო აქციების მსვლელობისას აღმოაჩინეს. სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსაც შეხვდა.
XS
SM
MD
LG