Accessibility links

მოლდავეთი: პრეზიდენტი კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლას მოითხოვს


მოლდავეთის პრეზიდენტი მლადიმირ ვორონონი გამოვიდა მოწოდებით, კვირას გამართული საპარლამენტო არჩევების შედეგები ხელახლა დაითვალოს. ოფიციალური შედეგით, გაიმარჯვა ვორონინის კომუნისტურმა პარტიამ, რასაც სისხლიანი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. დღეს ვორონინმა საკონსტიტუციო სასამართლოს სთხოვა გასცეს კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის განკარგულება. მისი თქმით, ეს პოლიტიკური სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნებისთვის არის აუცილებელი. ხელახალი დათვლა ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო.
XS
SM
MD
LG