Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ გალის რაიონში დამატებითი ძალა განლაგდა


რუსეთის ჯარისკაცები გალის რაიონში
რუსეთის ჯარისკაცები გალის რაიონში
აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ რუს სამხედროებთან ერთად, მდინარე ენგურთან საზღვრის დაცვა გააძლიერა. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ეს ”ქართული მხრიდან გაზრდილი პროვოკაციების და სასაზღვრო ტერიტორიებზე ტერაქტების განხორციელების მცდელობის” საპასუხო ზომაა. აფხაზი მესაზღვრეები და რუსეთის საოკუპაციო ჯარის სამხედროები ენგურის სასაზღვრო პერიმეტრს მთლიანად აკონტროლებენ.

ზუგდიდში, აფხაზეთის დევნილი მთავრობის მედია-ცენტრის წარმომადგენლის ირაკლი ცანავას განცხადებით, აფხაზები და რუსები ზუგდიდის და წალენჯიხის რაიონებთან მოსაზღვრე სოფლების სიახლოვეს პატრულირებენ. ცანავას ინფორმაციით, გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლებში განლაგებულია როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე დამატებითი ცოცხალი ძალა. თუმცა რა მიზნით, ლეგიტიმური მთავრობისთვის უცნობია.

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოდან, რომელიც წალენჯიხის რაიონს ესაზღვრება, ადგილობრივმა მცხოვრებმა ტელეფონით მაცნობა, რომ რუსული სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა ამჟამად სოფლის ცენტრშია განლაგებული. როგორც საბერიოელმა ქალბატონმა მითხრა, სოფელში რუსი ოფიცრების ოჯახებისთვის სახლების მშენებლობა დაიწყო. რაიმე ძალის მობილიზაცია ჯერჯერობით არ შეინიშნება გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში, რომელიც ზუგდიდის რაიონს ესაზღვრება. ამ სოფლის მცხოვრებმა სატელეფონო საუბრისას მაცნობა, რომ სამხედროები ნაბაკევში ამ დროისთვის არ იმყოფებიან
XS
SM
MD
LG