Accessibility links

ალჟირის საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ ბუტეფლიკამ გაიმარჯვა


ალჟირში საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, გამარჯვება მოიპოვა ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, 72 წლის აბდელაზიზ ბუტეფლიკამ, რომელიც მესამე 5-წლიანი ვადით დარჩება პრეზიდენტის პოსტზე. ალჟირის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გამოაცხადა არჩევნების ოფიციალური შედეგები, რომელთა მიხედვითაც, ბუტეფლიკას ხუთშაბათის კენჭისყრაში ხმების 90,24 პროცენტი ერგო. მანამდე ბუტეფლიკას მოკავშირე პარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას, რათა მას მესამე ვადითაც შეძლებოდა თავისი კანდიდატურის წამოყენება.
XS
SM
MD
LG