Accessibility links

logo-print

მიღწეულია შეთანხმება მონიტორინგის ჯგუფის შექმნაზე


საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ლევან ყუბანეიშვილი და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კობა დავითაშვილი მონიტორინგის ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ. დავითაშვილის განმარტებით, ჯგუფი დააკვირდება, თუ რამდენად ობიექტურად და გაწონასწორებულად აშუქებს პირველი არხი ოპოზიციის საპროტესტო აქციებს. ასევე, მიღწეული შეთანხმებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი დღეს, 20 საათზე პარლამენტთან მიმდინარე მიტინგის პირდაპირ ტრანსლიაციას განახორციელებს.
XS
SM
MD
LG