Accessibility links

logo-print

ალასანია: ოპოზიციის ყველა ნაბიჯი მშვიდობიანი იქნება


ორგანიზაციის „ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერის, ირაკლი ალასანიას თქმით, ოპოზიცია ხელისუფლებას აჩვენებს, რომ ცვლილებებს არა მხოლოდ თბილისი, არამედ მთელი საქართველო მოითხოვს. საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან დღეს გამართულ მიტინგზე გამოსვლისას ალასანიამ აღნიშნა, რომ ოპოზიციის ყველა ნაბიჯი კვლავ მშვიდობიანი იქნება. მსოფლიოს უნდა დავანახოთ ჩვენი ერთობა, რომელიც მიმართულია არა კონკრეტული პიროვნების წინააღმდეგ, არამედ იმ სისტემის შესაცვლელად, რომელმაც ქვეყანა კრიზისამდე მიიყვანა, განაცხადა ალასანიამ.
XS
SM
MD
LG