Accessibility links

logo-print

თბილისი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო ძალები იზრდება


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალის გაზრდის თაობაზე, საელჩოების მეშვეობით, ყველა სახელმწიფო ინფორმირებულია. გრიგოლ ვაშაძის თქმით, თბილისმა პარტნოირებს გაუგზავნა ინფორმაცია აფხაზეთის აკვატორიაში სევასტოპოლიდან შესული რუსეთის სამხედრო გემების რაოდენობის შესახებაც. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ამ ფაქტების გამო მისი რამდენიმე კოლეგა და ასევე ევროკავშირის წარმომადგენლები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე დაუკავშირდნენ.
XS
SM
MD
LG