Accessibility links

logo-print

პარლამენტის წინ სცენა და ტექნიკა დაარბიეს


შაბათს, ღამით ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის წინ ოპოზიციის მიერ დამონტაჟებული სცენა და ტექნიკა რამდენიმე ათეულმა პირმა დაარბია. შემთხვევიდან რამდენიმე საათის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცავები არ გამოჩენილან. როგორც პარლამენტის წინ მყოფმა თვითმხილველებმა რადიო თავისუფლებას განუცხადეს, პარლამენტის შენობის წინ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად მივიდა რამდენიმე ათეული ხელკეტიანი ადამიანი, რომელმაც დაარბია როგორც სცენა, ისე იქ დამონტაჟებული ტექნიკა.
XS
SM
MD
LG