Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბანგკოკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა


ტაილანდის მთავრობამ დედაქალაქ ბანგკოკსა და მის მეზობელ რაიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილეები შაბათს შეიჭრნენ შენობაში, სადაც აზიის სამიტი მიმდინარეობდა, რის შედეგადაც სამიტის მონაწილენი იძულებული გახდნენ, იქაურობა შვეულმფრენებით დაეტოვებინათ. თავად შეხვედრა ჩაიშალა. დღეს დემონსტრანტებმა შეაღწიეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც პრემიერ-მინისტრი აბჰისიტ ვეჯაჯივა იმყოფებოდა. პრემიერ-მინისტრმა თავს გაქცევით უშველა. მიღებული ცნობების თანახმად, ბანგკოკში სროლის ხმები ისმოდა. დემონსტრანტები მოითხოვენ, რომ პოსტიდან გადაყენებული პრემიერ-მინისტრი ტაკსინ შინავატრა თანამდებობას დაუბრუნდეს.
XS
SM
MD
LG