Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს ქრისტიანთა უმრავლესობა აღდგომას აღნიშნავს


კათოლიკე და პროტესტანტი ქრისტიანები აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავენ. რომის პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ სააღდგომო მესა რომის წმიდა პეტრეს ტაძარში ჩაატარა და კათოლიკეებს მოუწოდა, ეკლესიის მოძღვრების ერთგულებით სცადონ “ჩვენი ეპოქის სირთულეთა დაძლევა”. დღეს, თავის სააღდგომო მიმართვაში “ქალაქსა და მსოფლიოს” (Urbi et Orbi) რომის პაპი მშვიდობისა და შერიგებისკენ მოუწოდებს მსოფლიოს სხვადასხვა კონფლიქტში დაპირისპირებულ მხარეებს.
XS
SM
MD
LG