Accessibility links

logo-print

მოლდავეთის საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის თხოვნას განიხილავს


მოლდავეთის საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს პრეზიდენტ ვლადიმირ ვორონინის თხოვნას, ხელახლა დაითვალონ გასულ კვირას ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებისას მიცემული ხმები. კენჭისყრის შედეგების გამოცხადებას სახალხო მღელვარება და დემონსტრანტთა მიერ სამთავრობო შენობების იერიში მოჰყვა. პრეზიდენტმა ვორონინმა, რომელიც ამასთანავე მოლდავეთის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარეც არის, პროდასავლური და ლიბერალური ოპოზიცია სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. არეულობის ხელშეწყობაში მან ბრალი დასდო მეზობელ რუმინეთსაც და ამ ქვეყნის ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. დღეს მოლდავეთში ახალი საპროტესტო დემონსტრაციები იმართება.
XS
SM
MD
LG