Accessibility links

logo-print

აშშ-ის გემის კაპიტანი მეკობრეთა ტყვეობიდან გაათავისუფლეს


შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალები იტყობინება, რომ ამერიკის გემის კაპიტანი რიჩარდ ფილიპსი, რომელიც ხუთი დღის განმავლობაში ჰყვავდათ მძევლად სომალელ მეკობრეებს, გათავისუფლებულია. ცნობის თანახმად, ფილიპსი შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალებმა საბრძოლო ოპერაციის შედეგად გაათავისუფლეს. ხელისუფლების თქმით, ოთხი მეკობრიდან სამი მოკლულია, მეოთხე კი დააკავეს.
XS
SM
MD
LG