Accessibility links

logo-print

მოლდავეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ხელახლა დაითვლიან


მოლდავეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცხრა დღის ვადაში ხელახლა დაითვლება ამ ერთი კვირის წინ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებისას მიცემული ხმები. არჩევნების შედეგებს კიშინიოვის ქუჩებში საპროტესტო აქციები მოჰყვა. ოპოზიცია შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს. პრეზიდენტმა ვლადიმირ ვორონინმა საკონსტიტუციო სასამართლოს შედეგების ხელახალი დათვლის თხოვნით მიმართა. 5 აპრილის არჩევნებში სწორედ ვორონინის კომუნისტურმა პარტიამ გაიმარჯვა. დღეს კიშინიოვში კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ათასმა ადამიანმა.
XS
SM
MD
LG