Accessibility links

გრიგოლ ვაშაძე ამერიკაში ვიზიტს იწყებს


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებს ახალი ადმინისტრაციის არჩევის შემდეგ პირველად ესტუმრება. ვაშაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს შეხვდება. მინისტრის განცხადებით, კლინტონთან ის გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგი რეზოლუციის მიღების საკითხს და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას განიხილავს. ვაშაძე და კლინტონი ასევე ისაუბრებენ აშშ-სა და საქართველოს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაში ასახული პრინციპების განსახორციელებლად სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე. ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში მინისტრი გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი მუნსაც შეხვდება. შეხვედრაზე განიხილება საქართველოში გაეროს შემდგომი მუშაობის პერსპექტივა. ვაშაძის ასევე გამართავს შეხვედრებს საფრანგეთის, თურქეთის, გაერთიანებული სამეფოს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, აშშ-სა და ავსტრიის მუდმივ წარმომადგენლებთან გაეროში. ამერიკაში ვიზიტი 16 აპრილს დასრულდება.
XS
SM
MD
LG