Accessibility links

ტაილანდში დაპირისპირება გრძელდება


ტაილანდში მძაფრდება მთავრობის მოწინააღმდეგეთა მიერ მოწყობილი არეულობა. ბანკოკში პროტესტის მონაწილეების შეკავებას სამხედროები ცდილობენ. ქვეყნის შეიარაღებული ძალების მეთაური, გენერალი სონგკიტი ჯაგაბატარა ტელევიზიით გამოვიდა და თქვა, რომ აუცილებლად აღადგენს დედაქალაქში წესრიგს. მან სამხედროებს მოუწოდა, გამოიყენონ ”ყველა მეთოდი ქაოსის დასამთავრებლად”. დღის განმავლობაში, პროტესტის მონაწილეებმა დაწვეს საზოგადოებრივი ავტობუსები და ქუჩებში კოცონები დაანთეს. სამხედროები მათ შეჩერებას ცრემლსადენი გაზით და ჰაერში სროლით ცდილობდნენ. დაშავებულია სულ ცოტა 70 ადამიანი. დემონსტრანტები ყოფილი პრემიერ მინისტრის, ტაკსინ შინავატრას პოსტზე დაბრუნებას მოითხოვენ. შინავატრა 2006 წელს სამხედრო გადატრიალებით ჩამოაგდეს.
XS
SM
MD
LG