Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფილიპსის გათავისუფლების ოპერაცია ობამას ნებართვით განხორციელდა


შეერთებული შტატების ოფიციალური პირების განცხადებით, სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლებს ჰქონდათ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ნებართვა, აუცილებლობის შემთხვევაში ძალა გამოეყენებინათ სომალელი მეკობრეებისგან ამერიკელი კაპიტნის, რიჩარდ ფილიპსის დახსნის ოპერაციაში. ფილიპსი კვირას ჩატარებული ოპერაციის შედეგად დაიხსნეს ტყვეობიდან. სამხედრო-საზღვაო ძალების განცხადებით, სნაიპერებმა ცეცხლი გახსნეს და სამი მეკობრე მოკლეს მას შემდეგ, რაც ამერიკულ სამხედრო გემზე მყოფმა მეთაურმა დაადგინა, რომ მეკობრეები კაპიტან რიჩარდ ფილიპსის მოკვლას აპირებდნენ. მეკობრეები ფილიპსის გემს, ”მაერსკ-ალაბამას”, ოთხშაბათს დაესხნენ თავს აფრიკის რქის სიახლოვეს.
XS
SM
MD
LG