Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ქალაქებიდან ჯარის გაყვანის საკითხს ერაყელები გადაწყვეტენ


ერაყში შეერთებული შტატების სამხედრო ძალების მეთაური აცხადებს, რომ ერაყის დიდი ქალაქებიდან ამერიკელი სამხედროების 30 ივნისამდე გაყვანის თაობაზე გადაწყვეტილებას ერაყის პრემიერ მინისტრი, ნური ალ-მალიქი მიიღებს ამერიკელი სამხედროების რჩევების გათვალისწინებით. გასულ წელს ვაშინგტონსა და ბაღდადს შორის დადებული შეთანხმების თანახმად, ამერიკის სამხედროები ქალაქებიდან 30 ივნისამდე უნდა გავიდნენ, მთელი ქვეყნიდან კი 2011 წლის ბოლომდე. გენერალ რეიმონდ ოდიერნოს თქმით, 2011 წლის ვადა დაცულ იქნება, თუმცა შესაძლოა შუალედებში გარკვეული დაზუსტებები გახდეს საჭირო.
XS
SM
MD
LG