Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში აქციის მონაწილეს თავს დაესხნენ


თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ დღეს პარლამენტის შენობის მახლობლად რამდენიმე პირმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მანიფესტაციაში მონაწილეობისთვის საჩხერის რაიონიდან თბილისში საგანგებოდ ჩასული ჯანიკო დვალის ინფორმაციით, სამი პირი მიტინგში მისი მონაწილეობით დაინტერესდა და ურჩია, ოპოზიციისთვის მხარი არ დაეჭირა. როგორც დვალი ამბობს, მისი უარყოფითი პასუხის შემდეგ, ერთ-ერთმა დანის ტარი სახეში ჩაარტყა. დაზარალებულს პირველადი სამედიცინო დახმარება ოპოზიციის საორგანიზაციო შტაბში მყოფმა ექიმებმა გაუწიეს. მათივე განმარტებით, დაზარალებულს გაცილებით სერიოზული ქირურგიული დახმარება სჭირდებოდა, თუმცა, სამედიცინო სამსახურის 03-ის პერსონალი პარლამენტთან არ იმყოფება. შტაბის ერთ-ერთმა ექიმმა მარინა ბერიძემ რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ გასული 2 დღის განმავლობაში მათ გაურკვეველ პირთა თავდასხმების შედეგად დაზარალებულმა 5-მა მოქალაქემ მიმართა.
XS
SM
MD
LG