Accessibility links

პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო მიტინგი მიმდინარეობს


პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, თბილისში, პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის ლიდერებისა და მათი მხარდამჭერების მიტინგი მიმდინარეობს. ადგილობრივი დროით 17 საათისთვის რამდენიმე ათასმა მანიფესტანტმა მსვლელობა დაიწყო პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან, სადაც პიკეტი მოეწყობა. ოპოზიციის ლიდერთა განცხადებით, საპროტესტო აქციები მიხეილ სააკაშვილის გადადგომამდე არ შეწყდება. როგორც იტყობინებიან, გაძლიერებული რეზიდენციის დაცვა.
XS
SM
MD
LG