Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი მზად არის ”კონსტრუქციული დიალოგისთვის”


ვრცელდება ცნობები, რომ ბირთვულ საკითხებში ირანის მთავარმა წარმომადგენელმა, საედ ჯალილიმ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორს, ხავიერ სოლანას უთხრა, რომ ირანი მზად არის ”კონსტრუქციული თანამშრომლობის” შესახებ მოლაპარაკება გამართოს იმ ქვეყნებთან, რომლებიც ირანის ატომური პროგრამის ირგვლივ არსებული უთანხმოების გადაჭრას ცდილობენ. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ჯალილიმ სოლანას ეს სატელეფონო საუბარში უთხრა. გასულ კვირაში შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ შეუერთდება პირდაპირ მოლაპარაკებას, რომელსაც ირანთან ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ჩინეთი და რუსეთი აწარმოებენ. მოლაპარაკების მიზანია გადაიჭრას ირანის ატომური პროგრამის საკითხი, რომელიც, როგორც შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები შიშობენ, ატომური იარაღის შექმნას ემსახურება. ირანი უარყოფს ბრალდებას.

XS
SM
MD
LG