Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში სატელევიზიო სადგურში პოლიციის რეიდი განხორციელდა


თურქეთის პოლიციამ დღეს რეიდი მოაწყო ერთ-ერთი სატელევიზიო სადგურის ოფისში. ოპერაცია ისლამისტური ფესვების მქონე მთავრობის გადატრიალების მცდელობის გამოძიების ფარგლებში განხორციელდა. ახალი ამბების სააგენტო ”ანატოლია” იუწყება, რომ რეიდი სეკულარული ორენტაციის მქონე ტელევიზია ”კანალ ბიში” მოეწყო. ამასთან, პოლიცია შევიდა სხვა სეკულარული პოლიტიკის მომხრე ორგანიზაციაში - თანამედროვე ცხოვრების დაცვის ასოციაციაში. საქმის მსვლელობაში დაკავებულია 200-ზე მეტი ეჭვმიტანილი სამხედრო გადატრიალების გამოწვევის ბრალდებით. ანალიტიკოსების თქმით, საქმე ნათლად წარმოაჩენს ქვეყანაში განხეთქილებას მუსულმანებსა და სეკულარისტებს შორის. სეკულარისტები შიშობენ, რომ მთავრობა საზოგადოებაზე რელიგიის გავლენის გაზრდას ცდილობს.
XS
SM
MD
LG