Accessibility links

logo-print

გაეროს უშიშროების საბჭომ დაგმო ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გაშვება


გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ 5 აპრილს რაკეტის გაშვებით ჩრდილოეთ კორეამ მისთვის დაწესებული აკრძალვა დაარღვია. გაერო მოითხოვს ფხენიანის მიერ რაკეტების გაშვების შეჩერებას და დაწესებული სანქციების დაცვას. უშიშროების საბჭოში აშშ და იაპონია მოითხოვდნენ უფრო მკაცრი განცხადების მიღებას. ამის წინააღმდეგ გამოვიდნენ რუსეთი და ჩინეთი.
XS
SM
MD
LG