Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთი კორეა ექვსმხრივი მოლაპარაკებების ფორმატს ტოვებს


ჩრდილოეთი კორეა აცხადებს, რომ უშიშროების საბჭოს განცხადების მიმართ პროტესტის ნიშნად ტოვებს ექვსმხრივი მოლაპარაკებების ფორმატს და გააგრძელებს ბირთვული პროგრამის განვითარებას. ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ჩრდილოეთი კორეა აღარ მიიღებს მონაწილეობას არანაირ ექვსმხრივ მოლაპარაკებებში, რომლის მიზანიც ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღებაა. ექვსმხრივ მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ჩრდილოეთი კორეა, სამხრეთი კორეა, იაპონია, რუსეთი, ჩინეთი და შეერთებული შტატები. ორშაბათს უშიშროების საბჭომ მიიღო განცხადება, რომლითაც დაგმო ფხენიანის მიერ 5 აპრილს შორ მანძილზე მოქმედების რაკეტის გაშვება, რაც გაეროს არკძალვის დარღვევა იყო.
XS
SM
MD
LG