Accessibility links

logo-print

ობამამ კუბაში მოგზაურობაზე შეზღუდვები გააუქმა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გააუქმა ამერიკის მოქალაქეებისთვის კუბაში მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები. თეთრი სახლის ოფიციალური პირების თქმით, ეს გადაწყვეტილება კუბელებთან ურთიერთობას შეუწყობს ხელს. ახალი გადაწყვეტილებით, ამერიკაში მცხოვრებ კუბელებს მიეცემათ საშუალება, ფული გადაურიცხონ თავიანთ ნათესავებს კუბაში. როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, ამ გადაწყვეტილებით ბარაკ ობამა იმედოვნებს, რომ კუბელებს ცვლილების შესაძლებლობა მიეცემათ, ისინი ნაკლებად დამოკიდებული გახდებიან კასტროს რეჟიმზე და დემოკრატიულ ცვლილებებს მოითხოვენ. დაახლოებით მილიონნახევარ ამერიკელს ჰყავს კუბაში ნათესავები.
XS
SM
MD
LG