Accessibility links

logo-print

სააკაშვილი: მთავარი ამოცანაა რუსეთთან დიალოგის მომზადება


პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დღეს რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაცია საქართველოს ფარგლებს შიგნით და გარეთ აღემატება იმას, რაც გასული წლის აგვისტოში იყო. თუმცა, მისივე თქმით, რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი სამხედრო ავანტიურის განსაახლებლად რეალური სიტუაცია არ არსებობს. ამის ერთ მიზეზად სააკაშვილმა ის დაასახელა, რომ გათვლების მიუხედავად, საქართველოში შიდა არეულობის გამოწვევა შეუძლებელი აღმოჩნდა. მეორე მიზეზად მიხეილ სააკაშვილი შარშან აგვისტოზე გაცილებით მეტ საერთაშორისო მხარდაჭერას მიიჩნევს. მან მთავარ ამოცანად რუსეთთან ნამდვილი დიალოგის მომზადება დაასახელა. სააკაშვილის თქმით, ამჟამად მთავარ საფრთხეს საქართველოს შემდგომი ოკუპაცია არ წარმოადგენს, რადგან დღის წესრიგშია სრული დეოკუპაცია, რომლის პირობებიც ამჟამად მწიფდება. განუცხადა დღეს ჟურნალისტებს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც თბილისის ერთ-ერთ პოლიკლინიკაში იაფი დაზღვევის პროგრამის მიმდინარეობის გასაცნობად იმყოფებოდა.
XS
SM
MD
LG