Accessibility links

logo-print

ეუთოს კომისარი შეშფოთებულია გალელი ქართველების მდგომარეობით


ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უზენაესმა კომისარმა კნუტ ვოლებეკმა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებას მოუწოდა,"დაასრულოს ზეწოლა გალის რაიონის ქართული მოსახლეობაზე". 14 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში ვოლებეკი ღრმა შეშფოფებას გამოთქვამს გალის რაიონში მიმდინარე მოვლენების გამო, რომლებმაც, კომისრის თანახმად, უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის გაუარესება გამოიწვია. განცხადებაში ნათქვამია, რომ გალის რაიონის ქართულ მოსახლეობაზე ზეწოლა ხორციელდება "მათი განათლების უფლებების შეზღუდვის, იძულებითი პასპორტიზაციის, აფხაზეთის შეიარაღებულ ძალებში იძულებითი გაწვევისა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გზით." "სინანულს გამოვთქვამ დე ფაქტო ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების გამო, ჩაეკეტა აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი, რაც კიდევ უფრო ურთულებს ადგილობრივ მოსახლეობას, შეინარჩუნოს ოჯახური კავშირები, ხელი მიუწვდებოდეს აუცილებელ სამედიცინო მომსახურებაზე ან საკუთარი პროდუქცია გაყიდოს დე ფაქტო საზღვრის მეორე მხარეს", ვკითხულობთ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG