Accessibility links

logo-print

"ჰიუმან რაიტს უოჩი" კასეტური ბომბებით დაღუპულთა რიცხვის კორექტირებას ახდენს


ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია “ჰიუმან რაიტს უოჩმა” განაცხადა, რომ საქართველო-რუსეთის აგვისტოს ომის პერიოდში კასეტური ბომბებით დაღუპულთა რიცხვის კორექტირება მოახდინა. ნოემბერში ორგანიზაცია, რომელსაც ბინა ნიუ იორკში უდევს, თავის ანგარიშში 25 დაღუპულს ახსენებდა. მაგრამ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოგვიანებით ჩატარებული გამოძიების შედეგად ეს რიცხვი 16-მდე შემცირდა. “რუსეთმაც და საქართველომაც გამოიყენეს კასეტური ბომბები”, ვკითხულობთ 80-გვერდიან ახალ ანგარიშში. გარდა ამისა, ამ ბომბებით დაშავდა 54 სამოქალაქო პირი საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებულ და სეპარტისტული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე.
XS
SM
MD
LG