Accessibility links

logo-print

გრიგოლ ვაშაძე სამშაბათს ჰილარი კლინტონს შეხვდა


14 აპრილს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარიმ კლინტონი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა. კლინტონი შეხვედრის წინ ვაშაძესთან ერთად წარდგა ჟურნალისტების წინ და განაცხადა:
”მივესალმებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც აქ იმყოფება მისი ქვეყნისთვის გამოწვევებით აღსავსე ეტაპზე ამ ქვეყნის ახალგაზრდა დემოკრატიის ისტორიაში. ჩვენ ვაპირებთ განვიხილოთ რიგი საკითხებისა, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობისთვის. ხაზი გაესმება ჩვენს ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისადმი და ჩვენ ვეძიებთ გზებს ჩვენი პარტნიორობის გაღრმავებისა და გაფართოებისთვის. ასე რომ, მოხარულები ვართ, რომ დღეს ჩვენთან ბრძანდებით”. ჟურნალისტებს შეკითხვების დასმის დრო არ მიცემიათ. ერთადერთი შეკითხვის დასმა მოახერხეს მხოლოდ და სახელმწიფო მდივანმა საჭიროდ ჩათვალა შეყოვნებულიყო პასუხის გასაცემად და ეს შეკითხვა არა საქართველოს, არამედ ჩრდილოეთ კორეას შეეხებოდა.
XS
SM
MD
LG