Accessibility links

თბილისში საპროტესტო აქციები გრძელდება


15 აპრილის საპროტესტო აქცია

15 აპრილის საპროტესტო აქცია

პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, მე-7 დღეა თბილისში საპროტესტო აქციები გრძელდება. კარვები და ე.წ. საკნები განთავსებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ და პიკეტირებულია პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორია.

საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ მიტინგზე ოპოზიციის ლიდერმა კობა დავითაშვილმა გამოაცხადა, რომ დღეიდან დაიწყება სახელმწიფო კანცელარიის პიკეტირებაც.

საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო, ორ დღეში თბილისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი მეთიუ ბრაიზა ჩავა.
XS
SM
MD
LG