Accessibility links

logo-print

სომალელი მეკობრეები თავს დაესხნენ კიდევ ერთ ამერიკულ გემს


ბოლო კვირის მანძილზე ინდოეთის ოკეანეში სომალელი მეკობრეები თავს დაესხნენ უკვე მეორე ამერიკულ გემს. ხომალდის მფლობელი კომპანიის ინფორმაციით მეკობრეებმა ცეცხლი გახსნეს ავტომატური იარაღიდან და ყუმბარმტყორცნებიდან, მაგრამ გემზე ასვლა ვერ მოახერხეს. ეკიპაჟმა დასახმარებლად გამოიძახა აშშ-ის სამხედრო ხომალდი, რომელიც, რამდენიმე დღით ადრე, მეკობრეებისგან ამერიკული გემის გათავისუფლების ოპერაციაში მონაწილეობდა.
XS
SM
MD
LG