Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ახალი საოჯახო კანონი დემონტრაციებს იწვევს


ავღანეთის დედაქალაქში დღეს ორი, ერთმანეთის საპირისპირო აქცია გაიმართა ახალი საოჯახო კანონის ირგვლივ, რომელიც, კრიტიკოსების თქმით, ქალთა უფლებებს ლახავს. კანონი არეგულირებს ქორწინებას, განქორწინებას და შიიტი უმცირესობისთვის მემკვიდრეობის მიღებას. გასულ თვეში კანონის შემოღებას საერთაშორისო უთანხმოება მოჰყვა - კრიტიკოსების თქმით, ის ქორწინებაში გაუპატიურების პრაქტიკას კანონიერს ხდის. დაახლოებით 50-მა ქალმა კანონი გააპროტესტა და დეკლარაცია მიიღო. თუმცა მათი საწინააღმდეგო, კანონის მხარდამჭერი აქცია ბევრად უფრო მრავალრიცხვოვანი იყო - მასში ასობით პირი მონაწილეობდა. პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ კანონის გადახედვის ბრძანება გამოსცა.
XS
SM
MD
LG