Accessibility links

logo-print

ერევანში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩადის


დღეს სომხეთის დედაქალაქში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეოცე შეხვედრა იმართება. აღსანიშნავია ის, რომ ერევანში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალი ბაბაჯანი. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში 12 ქვეყანაა გაერთიანებული, მათ შორის - საქართველო. საქართველოს სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია წარადგენს.
XS
SM
MD
LG