Accessibility links

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერევანში ჩავიდა


სომხეთში ჩავიდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალი ბაბაჯანი, ორ ქვეყანას შორის ისტორიული წინააღმდეგობის დაძლევის მცდელობების ფონზე. ბაბაჯანი მონაწილოებას მიიღებს შავი ზღვის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების მე-20 შეხვედრაში, რომლის მიზანია რეგიონის 12 ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება. თურქეთსა და სომხეთს დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვთ. სომხეთი, ოსმალეთის იმპერიაში, მეოცე საუკუნის დასაწყისში, ეთნიკური სომხების ხოცვა-ჟლეტის საერთაშორისო მასშტაბით გენოციდად აღიარების მიღწევას ცდილობს. ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა გაძლიერდა სომხეთთან მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტში, ანკარის მიერ აზერბაიჯანისთვის სოლიდარობის გამოცხადების შემდეგ.
XS
SM
MD
LG