Accessibility links

მინსკში პოლიციამ ოპოზიციონერთა მიტინგი დაშალა


ბელორუსიის დედაქალაქში, მინსკში, პოლიციამ დაშალა ოპოზიციის ასამდე აქტივისტის მიერ გამართული მიტინგი. “ასოშიეიტედ პრესი” იუწყება, რომ აქციის მონაწილეები დემოკრატიულ რეფორმებს მოითხოვდნენ. ცნობაში არაფერია ნათქვამი დაპატიმრების და დაშავებულთა შესახებ. ბელორუსიის პრეზიდენტი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა მიმართავს მცდელობებს, განავითაროს ურთიერთობა დასავლეთთან. ოპოზიცია მას ავტორიტარული რეჟიმის შენარჩუნებაში ადანაშაულებს.
XS
SM
MD
LG