Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოზარ სუბარი: კვეზერელი დარღვევებით დააკავეს


სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის განცხადებით, დარღვევაა ის, რომ პარლამენტის ყოფილი წევრი ნიკა კვეზერელი პოლიციის თანამშრომლებს სხვადასხვა სამმართველოებში და თბილისის ზღვაზე სამი საათის განმავლობაში დაჰყავდათ.

მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ "კონსერვატიული პარტიის" წევრის ნიკა კვეზერელის დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც კვეზერალმა მოქალაქე ბადრი გულუას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.

თავად ნიკა კვეზერელი, ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის თქმით, დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ პატრულის თანამშრომლები გამომწვევად იქცეოდნენ და პროვოკაციებს აწყობდნენ.

XS
SM
MD
LG