Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთში ნორმალიზაციას პასუხისგებაც უნდა მოჰყვეს


სიტუაციის ნორმალიზება ჩეჩნეთში შეუძლებელი იქნება, თუ მას თან არ მოჰყვება სრული პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, რომლებსაც ბოლო 15 წლის განმავლობაში ჰქონდა ადგილი - ნათქვამია ”ამნესტი ინტერნეიშენალის” გავრცელებულ განცხადებაში. ”ნორმალიზაციის ნამდვილი საზომია ხალხისთვის იმის მიცემა, რაც მათ უკვე 10 წელიწადზე მეტია სურთ - სიმართლე და სამართლიანობა” - თქვა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ირენ ხანმა.

რუსეთის ხელისუფლების განცხადებას ჩეჩნეთში ”ანტიტერორისტული ოპერაციის” დასრულების შესახებ გროზნოში ზეიმით და ქუჩაში ცეკვით შეხვდნენ. ქუჩაში იყო გამოსული რამზან კადიროვიც, რომლის ავტორიტეტიც რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებამ საგრძნობლად გზარდა. ”ანტიტერორისტულ ოპერაციას” თან ახლდა კომენდანტის საათი, შეზღუდვები სამოქალაქო საჰაერო ფრენებზე და შეზღუდვები ჟურნალისტებისათვის.
XS
SM
MD
LG