Accessibility links

logo-print

ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები 21 აპრილამდე შეწყდა


ოპოზიციის ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები, აღდგომის მოახლოებული დღესასწაულის გამო, 21 აპრილამდე შეწყდება. მანიფესტაციებს აღარ გამართავენ. თუმცა, მცირე მასშტაბის საპროტესტო აქციები არ შეწყდება. ისინი გაგრძელდება პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან, პარლამენტსა და საზოგადოებრივ მაუწყებელთან. მომავალი სამშაბათისთვის ოპოზიციის ლიდერები იწყებენ მხარდამჭერთა მობილიზებას საქართველის რეგიონებში, თბილისში კი გააფართოებენ მანიფესტაციების მასშტაბს. ამ განზრახვას ადასტურებს მერიისთვის წარდგენილი წერილობითი გაფრთხილება, რომლის თანახმად, პროტესტის გამოხატვის ადგილებს შეემატება თბილისის მერია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, მისი ე.წ. მოდულის შენობა და პრეზიდენტის შავნაბადას რეზიდენცია.
XS
SM
MD
LG