Accessibility links

logo-print

"ნაშის" აქტივისტებს თბილისისკენ წამოსვლა სურთ


რუსეთის ახალგაზრდული მოძრაობა "ნაშის" აქტივისტები რამდენიმე დღეა, ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში იმყოფებიან და აცხადებენ, რომ თბილისისკენ მშვიდობიანი ავტომსვლელობის დაწყება სურთ. პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით და იმის გამო, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს ვიზები არ აქვთ, პოლიცია მათ თბილისისკენ გადაადგილების საშუალებას არ აძლევს. დღესვე, "ნაშის" აქტივისტები მოსკოვში, საქართველოს ყოფილი საელჩოს შენობასთან შეიკრიბნენ და პროტესტი გამოთქვეს მათი თანამოაზრის ალექსანდრ კუზნეცოვის დაკავების გამო. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხუთაშაბათს დაკავებულ კუზნეცოვს ევალებოდა შეიარაღებული პროვოკაციის ორგანიზება, რაც თავადვე აღიარა. კუზნეცოვმა, რომელიც საქართველოში რუსეთის ინტერესების დამცველ შვეიცარიის საელჩოს გადაეცა, რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებს განუცხადა, რომ ჩვენება ქართველმა სამართალდამცველებმა მისგან იძულებით მოიპოვეს.
XS
SM
MD
LG