Accessibility links

თურქეთსა და სომხეთს შორის კავშირის აღდგენის პერსპექტივა რეალური ხდება


ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტის ირგვლივ 15 წლის განმავლობაში არსებული უთანხმოების შემდეგ, თურქეთი და სომხეთი აცხადებენ, რომ მათ შორის კავშირის აღდგენის პერსპექტივა რეალური ხდება. ამასთან, ორი ქვეყანა იმედოვნებს, რომ მოხერხდება მათი საერთო საზღვრის გახსნა, რომელიც 1993 წელს დაიხურა. ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინსიტრმა, ედვარდ ნალბანდიანმა თქვა, რომ ეს საკითხი, შესაძლოა, მალე გადაიჭრას. ნალბანდიანის თურქმა კოლეგამ ალი ბაბაჯანმა კი განაცხადა, რომ თურქეთს სურს ურთიერთკავშირის "სრული ნორმალიცაზია". თუმცა, არც ერთი მხარე აკონკრეტებს, როგორ აპირებენ უთანხმოების მთავარი საკითხის მოგვარებას - სომხეთის მტკიცებას, რომ ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გაჟლეტა გენოციდის ტოლფასი იყო.
XS
SM
MD
LG