Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა ხელმისაწვდომს ხდის ბუშის პერიოდის დოკუმენტებს


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელმისაწვდომი გახადა დოკუმენტები, რომელშიც ასახულია ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ ტერორიზმში ეჭვმიტანილთა დაკითხვის დროს გამოყენებული უხეში მეთოდები. ოთხ დოკუმენტში კანონიერი საფუძველი ეძლევა 10 მეთოდს, მათ შორის ძილის საშუალების წართმევას და ე.წ. "უოტერბორდინგს", ანუ დახრჩობის სიმულირებას, რომელსაც უფლებადამცველები წამების მეთოდად მიიჩნევენ. თუმცა, ობამა აცხადებს, რომ დაკითხვაში მონაწილეებს სამართლებრივ პასუხისგებაში არ მისცემენ, ვინაიდან ისინი ბრძანებას ასრულებდნენ და თავიანთ ქვეყანას იცავდნენ. ამგვარი მეთოდების გამოყენება ობამამ გაპრეზიდენტების პირველივე კვირებში აკრძალა. ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს აღიარებული აქვს, რომ ტერორიზმში ბრალდებულთა წინააღმდეგ "უოტერბორდინგის" მეთოდს იყენებდა. ამ მაეთოდის მსხვერპლთა შორის იყო 11 სექტემბრის თავდასხმების დაგეგვაში ეჭვმიტანილი ხალიდ შეიჰ მუჰამედი.
XS
SM
MD
LG