Accessibility links

logo-print

ჩეხეთის პრეზიდენტი პრაღაში ჩასულ ბელორუსიის პრეზიდენტს ხელს არ ჩამოართმევს


ჩეხეთმა, როგორც ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარემ, ევროკავშირის სამიტზე, პრაღაში, მიიწვია ბელორუსიის პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა. ჩეხეთის გაზეთ “ლიდოვე ნოვინის” ცნობით, ჩეხეთის პრეზიდენტის ვაცლავ კლაუსის წარმომადგნელმა, რადიმ ოხვატმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ერთგვარად გაკვირვებული იყო, რომ სამიტზე, რომელიც “აღმოსავლეთთან პარტნიორობას” ეძღვნება, ბელორუსიის წარმომადგენელი მიიწვიეს. მისივე ინფორმაციით, "პრეზიდენტს აკვირვებს ორმაგი მორალი, რომელსაც მიმართავენ, და ის, ხელს არ ჩამოართმევს ბატონ ლუკაშენკას, ასევე არ მიიღებს მას პრაღის კრემლში”.
XS
SM
MD
LG