Accessibility links

logo-print

ირანში განაჩენი გამოუტანეს ამერიკელ ჟურნალისტს


ირანის სასამართლომ ირანული წარმოშობის ამერიკელი ჟურნალისტი როქსანა საბერი დამნაშავედ სცნო ჯაშუშობაში და რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა, იუწყებიან მისი ნათესავები და ადვოკატი. საბერი სხვადასხვა მედია-ორგანიზაციაში მუშაობდა, იყო აშშ-ის “სახელმწიფო საზოგადოებრივი რადიოს” შტატგარეშე კორესპონდენტი. ის სასამართლოს წინაშე წარდგა 13 აპრილს. საბერის, ირანში, თავდაპირველად უფლების გარეშე ჟურნალისტურ საქმიანობაში დასდეს ბრალი. საბერის ადვოკატი განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.
XS
SM
MD
LG