Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის წარგზავნილი ახლო აღმოსავლეთში ეგვიპტის პრეზიდენტს შეხვდა


აშშ-ის საგანგებო წარგზავნილი ჯორჯ მიჩელი დღეს მოლაპარაკებას მართავს ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკათან, კაიროში. მიჩელი ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობს რეგიონში მშვიდობის დამყარების მისაღწევად. ის ეგვიპტეში ჩავიდა ისრაელიდან, სადაც მან გამოხატა ვაშინგტონის პოზიცია, რომ ისრაელისა და პალესტინელების კონფლიქტი ორი სახელმწიფოს შექმნით უნდა მოგვარდეს. ისრაელის ახალი მთავრობა ღიად ორი სახელმწიფოს შექმნის შესაძლებლობას მხარს არ უჭერს.
XS
SM
MD
LG