Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტი ამბობს, რომ ვერავინ გაბედავს ირანზე თავდასხმას


ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა, დღეს, სამხედრო ცერემონიაზე, თეირანში განაცხადა, რომ ვერცერთი ქვეყანა გაბედავს ირანზე თავდასხმას. მან ირანის არმიას რეგინული სტაბილურობის გარანტი უწოდა. ეს განცხადება მოჰყვა ირანის ბირთვული პროგრამის გამო საერთაშორისო დაძაბულობას, გავრცელებული დაუდასტურებელი ცნობის ჩათვლით, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ნეტანიაჰუმ შეიძლება ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვა დააპიროს. ისრაელის პრეზიდენტმა, შიმონ პერესმა უარყო ხმები და თქვა, რომ არ არსებობს სამხედრო გეგმა ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე.
XS
SM
MD
LG