Accessibility links

logo-print

სახალხო დამცველმა ქალთა და არასრულწლოვანთა მე-5 დაწესებულება დატოვა


როგორც სახალხო დამცველმა, სოზარ სუბარმა, კოლონიის დატოვების შემდეგ განაცხადა, არასრულწლოვნთა ნაწილში სიწყნარეა. რაც შეეხება ქალთა კოლონიას, მისი თქმით, ამ დრომდე არის კარებზე ბრახუნი. სუბარმა განაცხადა, რომ პატიმარ ქალებს ესაუბრა, თუმცა მათგან იყო არარეალური მოთხოვნა ყველას გათავისუფლების შესახებ. მის თანახმად, მას შემდეგ, რაც მათ უთხრა, რომ ეს მოთხოვნა ვერ შესრულდებოდა, პატიმარი ქალების უკმაყოფილება გამოიწვია. სუბარმა განაცხადა, რომ მართლაც არის უსამართლო განაჩენები. კერძოდ, არის შემთხვევა, როდესაც 23 წელი აქვს მისჯილი ადამიანს რამდენიმე ქათმის, ღვინის და არყის ქურდობისთვის. მანვე აღნიშნა, რომ პატიმარ ქალებს შორის დაშავებულები არ არიან. შიდა დაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებიან შენობის გარეთ, პატიმარ ქალებთან კი, პოლიციის თანამშრომლები არ იმყოფებიან. მანვე აღნიშნა, რომ ტერიტორიაზე სპეცდანიშნულების რაზმი შეყვანილი არ არის.
XS
SM
MD
LG