Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველის მოადგილე პატიმრების რუსთავში გადაყვანას ადასტურებს


სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ჩხეიძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ ქალთა და არასრულწლოვანთა მეხუთე კოლონიიდან წუხელ პატიმრები რუსთავის “პირველ დაწესებულებაში” გადაიყვანეს. მისივე ინფორმაციით, ამ პროცესში სპეცრაზმელებს ძალა არ გადაუმეტებიათ.
გიორგი ჩხეიძის თქმით, ის და სახალხო დამცველის სხვა წარმომადგენლები მეთვალყურეობდნენ, როგორც კოლონიიდან პატიმრების გამოყვანის, ისე რუსთავის “პირველ დაწესებულებაში” შეყვანის პროცესს.
“ძალის გადამეტება არ დაფიქსირებულა და ქალბატონების ცემაზე გავრცელებულ ინფორმაციასაც ვერ დავადასტურებ”, – განაცხადა ჩხეიძემ და დასძინა, რომ ისინი აკვირდებოდნენ უშუალოდ გადაყვანის პროცესს. რა ხდებოდა მანამდე კოლონიაში, ამის შესახებ მას, ინფორმაცია არ აქვს.
პატიმარი ქალების უმეტესობის რუსთავის “პირველ დაწესებულებაში” გადაყვანის პროცესი სპეცრაზმმა წუხელ დაიწყო.
ქალთა და არასრულწლოვანთა მეხუთე კოლონიაში რჩებიან ორსული და მცირეწლოვანი ბავშვების მშობელი პატიმრები.
XS
SM
MD
LG