Accessibility links

logo-print

ხუთი ქვეყანა ბოიკოტს უცხადებს რასიზმის საკითხებისადმი მიძღვნილ ფორუმს


ნიდერლანდი და ავსტრალია შეუერთდნენ აშშ-ის, ისრაელისა და კანადის ბოიკოტს, რომელსაც ისინი უცხადებენ რასიზმის პრობლემებისადმი მიძღვნილ გაეროს კონფერენციას. კონფერენცია ხვალ გაიხსნება ჟენევაში. ეს ხუთი ქვეყანა შიშობს, რომ კონფერენცია გამოყენებული იქნება ანტიისრაელური და ანტიდასავლური მიზნით. გაეროს მიერ ორგანიზებული ფორუმი მიზნად ისახავს, მოაგვაროს წინა, სამხრეთ აფრიკაში მოწყობილ ასეთივე შეხვედრაზე გაჩენილი უთანხმოებები. 2001 წელს აშშ-მა და ისრაელმა კონფერენცია დატოვეს , რადგან არაბულ სახელმწიფოებს სურდათ, სიონიზმი რასიზმის ფორმად შეფასებულიყო.
XS
SM
MD
LG