Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ტრინიდადში სრულდება “ამერიკის სამიტი”


სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ლიდერებმა წარმატებულად შეაფასეს ამერიკის სამიტი, რომელიც დღეს მთავრდება. სამიტის მონაწილეებმა აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დადებით პარტნიორად გამოაცხადეს. შაბათს სამიტზე, რომელიც ტრინიდადში იმართება, ვენესუელის პრეზიდენტმა, უგო ჩავესმა, აშშ-ის დაუნდობელმა კრიტიკოსმა, გამოაცხადა, რომ აპირებს ვაშინგტონში დააბრუნოს თავისი ელჩი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თქვა, რომ ასევე მოიქცევა. ჩავესმა სექტემბერში გაიწვია ელჩი ვაშინგტონიდან ბოლივიისადმი სოლიდარობის ნიშნად.
XS
SM
MD
LG