Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრინიდადში დასრულდა “ამერიკის სამიტი”


სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ლიდერებმა დღეს დასრულეს თავიანთი სამიტი. შეხვედრის მონაწილეებმა, 34 სახელმწიფოს ლიდერებმა, ვერ მიაღწიეს თანხმობას საბოლოო განცხადების გარშემო. შეხვედრაში არ მონაწილეობდა რეგიონის ერთადერთი ქვეყანა, კუბა. შეხვედრის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ თქვა, რომ სამიტმა დადებითი სიგნალი გაავრცელა კუბასთან და ვენესუელასთან აშშ-ის ურთიერთობებში.
სამიტზე, ვენესუელის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა, აშშ-ის დაუნდობელმა კრიტიკოსმა, გამოაცხადა, რომ აპირებს ვაშინგტონში დააბრუნოს თავისი ელჩი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თქვა, რომ ის იგივეს გააკეთებს. ჩავესმა, სექტემბერში გაიწვია ელჩი ვაშინგტონიდან ბოლივიისადმი სოლიდარობის ნიშნად.
XS
SM
MD
LG