Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვიპროსში რადიკალური მემარჯვენეები იმარჯვებენ


ჩრდილოეთ კვიპროსში, თურქულ ნაწილში, გუშინ საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. მოელიან, რომ წარმატებას მიაღწევს ნაციონალური ერთიანობის პარტია. დათვლილია ხმების 50 პროცენტზე მეტი. ნაციონალური ერთიანობის პარტიას 44% ერგო, თურქეთის რესპუბლიკურ პარტიას კი, რომელიც ახლა მართავს კვიპროსის თურქულ ნაწილს - 29,5 პროცენტი. მთავრობის შეცლამ თვითგამოცხადებულ “ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში,” რომელიც მხოლოდ თურქეთის მიერაა აღიარებული, უნდა მოიტანოს ზეწოლა პრეზიდენტ მეჰმეტ ალი ტალატზე, რათა მკაცრი პოზიცია დაიკავოს კვიპროსის ბერძნულ ნაწილთან კვლავ გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებისას. ნაციონალური ერთიანობის პარტია აცხადებს, რომ მას სურს ორი სახელმწიფო კვიპროსზე, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება კვიპროსის ბერძენი მოსახლეობა.
XS
SM
MD
LG